გურამ მაჭარაშვილი: “დიფ სთეითმა” დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაღებინა გადაწყვეტილება, რომელიც შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და სიტყვაზე
“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ბრიტანეთის მთავრობის მიერ “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებას გამოეხმაურა.
„დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო, რომელიც იყო ერთ-ერთი პლატფორმა თავისუფალი მედიის, აღმოჩნდა პირველი თავდამსხმელი თავისუფალ სიტყვაზე. „იმედის“ და „პოსტივის“ მაყურებელს ძალით ხომ არ აყურებინებენ ამ ტელევიზიებს? ყველამ კარგად იცის, მათი პოპულარობა რატომ იყო – იმიტომ რომ მაყურებელი ჰყავდა. ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ობიექტურად შუქდებოდა ყველაფერი. სწორედ ეს ვერ აიტანა, როგორც ჩანს, დიფ სთეითმა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინა, რომელიც, რა თქმა უნდა, შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე“, – აცხადებს მაჭარაშვილი.