ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დედის დღე მიულოცა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
,,გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულებს ვულოცავ ქალბატონებს. დედის დღე განსაკუთრებთ მინდა მივულოცო ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედებს. ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მათ” – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული გმირების დედებს, ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.