ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში პეზეშკიანის ოფისი და სხვა სამთავრობო ობიექტები დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) თეირანში სამთავრობო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, მათ შორის ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის ოფისსა და ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს შენობაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Report-ი არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სამთავრობო” კომპლექსზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასა და ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს შენობაზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე დაბომბეს კომპლექსი, სადაც უსაფრთხოების მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღები პირების შეხვედრები იმართება, ირანელი ოფიცრების სასწავლო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები