პაატა კუნჭულიამ დედის დღე იმ ქალბატონებს მიულოცა, რომლებიც ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ დედის დღე იმ ქალბატონებს მიულოცა, რომლებიც ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„ვულოცავ დედის დღეს ჩვენს ქალბატონებს, რომლებიც მუშაობას დილის 05:00 საათიდან იწყებენ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს და ყოველ დილით სუფთა გარემოს გვახვედრებენ.
მადლობას გიხდით ამ თავდაუზოგავი შრომისთვის.
თითოეულ ქალბატონს გილოცავთ 3 მარტს. მინდა, რომ წლის ყოველი დღე თქვენთვის დღესასწაული იყოს.” – განაცხადა პაატა კუნჭულიამ.