აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 787-მდე გაიზარდა

ირანში, აშშ-სა და ისრაელის ისლამურ რესპუბლიკაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 787-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება იტყობინება.

„სამუშაო ჯგუფების ცნობით, სამწუხაროდ, ამ თავდასხმების შედეგად ჩვენი 787 თანამემამულე დაიღუპა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, ნანგრევების გატანა, დაშავებულების ტრანსპორტირება და სამედიცინო დახმარების გაწევა გრძელდება“, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ორგანიზაციის განცხადებას.

როგორც მედია აღნიშნავს, ირანის 153 რაიონში სულ დაახლოებით 1039 დარტყმა დაფიქსირდა, რომლის დროსაც, სულ მცირე, 504 ობიექტი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები