ამალია ჯიბლაძის ტკივილიანი გზა – „წელიწადნახევარია რაც მეუღლე დამეღუპა”…

ამალია ჯიბლაძის სახელი და გვარი „რუსთვი 2“-ის მაყურებელმა უკვე კარგად იცის. მან ნამდვილად ფურორი მოახდინა სცენაზე. მისი თქმით, ის დიდი სცენაზე არასდროს მდგარა. რაც შეეხება ოჯახს, ამალიას ორი შვილი ჰყავს, სამწუხაროდ მეუღლე წელიწადნახევრის წინ დაეღუპა. „ბავშვობიდან მიყვარს მუსიკა. დავამთავრე კულტურის კოლეჯი. პედაგოგი ვარ პროფესიით, სტუდენტობის პერიოდში პატარ-პარატა კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ დიდ სცენაზე არასდროს ვმდგარვარ. ქვრივი ვარ. წელიწადნახევარია რაც მეუღლე დამეღუპა. ძალიან მტკივნეული თემაა ეს ჩემთვის ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ორი შვილი მყავს“, – განაცხადა ჯიბლაძემ „რეიტინგთან“ საუბრისას. წყარო: “რეიტინგი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები