ბელგიის პრემიერ-მინისტრი: ამ დრომდე ვცდილობდით, ტრამპისთვის გვესიამოვნებინა, ლმობიერი ვიყავით, მაგრამ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, არჩევანის გაკეთება გიწევს თავმოყვარეობის შენარჩუნებასთან

დონალდ ტრამპი „წითელ ხაზებს კვეთს“ და თუ ის ამ კურსს არ შეცვლის, შესაძლოა ატლანტიზმის 80-წლიანი ეპოქა დასრულდეს,- ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს.

ბარეტ დე ვევერის თქმით, ევროპა ახლა გზაჯვარედინზე დგას და უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი პოლიტიკა.

„ამ დრომდე ჩვენ ვცდილობდით აშშ-ის ახალი პრეზიდენტისთვის გვესიამოვნებინა. ძალიან ლმობიერები ვიყავით, მათ შორის ტარიფების საკითხშიც. ლმობიერები ვიყავით იმ იმედით, რომ უკრაინის ომში მის მხარდაჭერას მივიღებდით… მაგრამ ახლა იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, რომ არჩევანის გაკეთება გიწევს თავმოყვარეობის შენარჩუნებასთან. ერთია, ბედნიერი ვასალი იყო, სულ სხვაა იყო უბედური მონა“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი და აქვე დასძენს, რომ „თუ ახლა უკან დაიხევ, ღირსებას დაკარგავ. და ეს, ალბათ, ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც დემოკრატიაში შეიძლება გქონდეს.“

პრემიერი ამბობს, რომ აპირებს, ოთხშაბათს ტრამპს შეხვდეს, ბელგიის მონარქ ფილიპესთან ერთად და აცხადებს, რომ ამ შეხვედრას სულ სხვა ხასიათი ექნება, ვიდრე თავიდან ჰქონდათ დაგეგმილი.

„ალბათ ეს იქნება გზავნილი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ: თქვენ წითელ ხაზებს კვეთთ. ჩვენ ან ერთად ვიდგებით, ან ცალკე და თუ დაყოფილი ვიქნებით, ეს იქნება 80-წლიანი ატლანტიზმის ეპოქის რეალური დასასრული. თქვენი იცით, „თუ ძველი კვდება და ახალი ჯერ არ დაბადებულა, თქვენ ურჩხულების დროში ცხოვრობთ და სწორედ მასზეა დამოკიდებული, სურს თუ არა ურჩხულად ყოფნა — კი თუ არა.“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები