უკრაინის რადამ უარყო ტრამპის მტკიცება, რომ ზელენსკიმ „სამშვიდობო გეგმა“ არ წაიკითხა

უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ, გააპროტესტა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნათქვამი, რომ მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არ წაიკითხა ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ „გაკვირვებული“ იყო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებით, რადგან იცის, რომ ზელენსკი „ძალიან ფრთხილია“.

“ზელენსკი კითხულობს ყველა დოკუმენტს, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორიცაა პრეზიდენტ ტრამპის ეს სამშვიდობო წინადადება და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ გეგმას გაეცნო”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას“, მაშინ როცა ზელენსკიმ „ის არც კი წაიკითხა “.

თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, რომელმაც მაიამიში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართა, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი შეხვედრების შესახებ ყველა ინფორმაციას მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები