სამხრეთ აფრიკაში, საერთო საცხოვრებელთან შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, საერთო საცხოვრებელთან და არალეგალურ ბართან, შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას The Guardian, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა შენობაში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 25-მდე ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, პოლიცია სამ პირს ეძებს.
სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც მედია აღნიშნავს, ქვეყანაში იარაღის ფლობის მაღალი დონის გამო, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული სროლები ხშირია.