“ის პრობლემა, რაც ეხებოდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსის დაკარგვას, არის მოხსნილი” – დავით მათიკაშვილი

“ის პრობლემა, რაც ეხებოდა თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსის დაკარგვას, არის მოხსნილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“ამ პრობლემის მიღმა არის ძალიან ბევრი, პოზიტიური და საჭირო ცვლილებები განათლების სისტემაში, რომლის თაობაზეც იქნება მიღებული შესაბამისი დანაწესები, რაც გულისხმობს პრაქტიკულად ახალ მოდელზე გადასვლას.

ასევე, ბოლონიის პროცესის წარმართვისთვის და იმისთვის, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, შესაბამის რეგულაციებს კანონმდებლობა გაითვალისწინებს, რომელიც აბსოლუტურად შესაძლებელს გახდის ქართველმა სტუდენტებმა ისარგებლონ ევროპული განათლებით”, – აღნიშნავს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები