ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გარდაცვლილი მძევლების ორი კუბო ამჟამად ისრაელშია,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
წითელი ჯვრის კოლონა, რომელსაც მძევლების ცხედრები გადაჰყავდა , დღეს, გამთენიისას, თელ-ავივში, სასამართლო მედიცინის ეროვნულ ინსტიტუტში მივიდა.
ისრაელის სამხედროებმა ადრე დაადასტურეს, რომ კუბოები ღაზაში ისრაელის ძალებს გადასცეს მას შემდეგ, რაც “ჰამასმა” ისინი ღაზაში მდებარე წითელ ჯვარს გადასცა.
ისრაელის სამხედროებისა და ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს (ISA) ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, ნეშტები ოფიციალურ იდენტიფიკაციის პროცედურებს გაივლიან.