” ყველამ ყველაფერი იცოდა – 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, 4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში “ნეპალის მოსაწყობად” იკრიბებოდა.
“4-ში კი ყველა მისულმა მოისმინა კითხვა – გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა, და ყველამ შესძახა – კი.
წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა “გაუჩერებელი მდინარე” თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა.
შემდეგ იქნება სასახლის შტურმი, ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, გაპარული ლიდერები, 25 დაშავებული პოლიციელი და მათ გმირობაზე კისერწატეხილი გადატრიალება.
ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ “ხალხის მდინარეში” ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა.
ამ ვიდეოში სხვა ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ, ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში 4-ზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხეს”, – წერს პაპუაშვილი და შესაბამის კადრებს აქვეყნებს.