“თბილისის ცენტრალური მაგისტრალი არის პარალიზებული, ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული ექსტრემისტის მიერ, აღნიშნული საჭიროებს სათანადო სამართლებრივ პასუხს” – ჭეიშვილი
“თბილისის ცენტრალური მაგისტრალი არის პარალიზებული, ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული ექსტრემისტის მიერ, აღნიშნული საჭიროებს სათანადო სამართლებრივ პასუხს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს.
“წარმოდგენილი ცვლილების ფარგლებში, კიდე უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს შეიძენს, რაც, უპირველესად, არის გათვლილი პრევენციული ეფექტის მოხდენაზე, მაგრამ თუ კი კონკრეტული ჯგუფი არ დაემორჩილება შესაბამის რეგულაციას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში გამკაცრებული ნორმები იმოქმედებს”, – ამბობს ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, სიხლის მიხედვით, სასჯელი გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვის, მასზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში, 15- დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე, 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთაც შეკრებისას თან ექნებათ იარაღი ან პიროტექნიკა.