თამარაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში შიდა სასოფლო გზების ასფალტირების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაიგო ასფალტობეტონისა და რკინა-ბეტონის საფარი გზის ორ მონაკვეთზე.

„რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, პროექტის ფარგლებში დაიგო 300 მეტრამდე ასფალტობეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და გვერდულები შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
პროექტს ახორციელებდა შპს „ჰედეფ ჯორჯია”.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”-ისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, პროექტის ფარგლებში დაიგო 150 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის გზა, მოეწყო ეზოში მისასვლელები, გზის მიერთებები და გვერდულები შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.

სამუშაოებს ასრულებდა შპს „ხაშურგრუპი”,“- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები