თენგიზ შარმანაშვილი – აქციების ჩატარების რეგულაციების გამკაცრებაზე: ჯარიმები იყო, მაგრამ ამან ქმედითი საფუძველი არ მისცა ამ ადამიანებს, რომ შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება

„ჯარიმები იყო, მაგრამ ამან ქმედითი საფუძველი არ მისცა ამ ადამიანებს, რომ შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება,“- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით უფრო ქმედებითი ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო.

„შესაბამისი ჯარიმები იყო ამის თაობაზე, მაგრამ ამან ქმედითი საფუძველი არ მისცა ამ ადამიანებს, რომ შეეწყვიტათ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იმის გამო, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და სხვა ჯგუფები უხდიდნენ იმ ჯარიმებს, ანუ ამას პრევენციული მნიშვნელობა დააკარგვინეს. ეს კანონდარღვევის წახალისება იყო. აქედან გამომდინარე ამის თაობაზე უფრო ქმედითი ღონისძიებები იყო დასაგეგმი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებები დღეს დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტით მკაცრდება აქციისა და მანიფესტაციების ჩატარების რეგულაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები