გიორგი ვოლსკი – ოპოზიციურ პარტიებზე: არ შეიძლება საქართველო მუდმივად სტრესის მდგომარეობაში ჰყავდეთ ადამიანებს, რომლებმაც დიდი დანაშაულები ჩაიდინეს

„არ შეიძლება საქართველო მუდმივად სტრესის მდგომარეობაში ჰყავდეთ ადამიანებს, რომლებმაც დიდი დანაშაულები ჩაიდინეს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„არ შეიძლება, საქართველო მუდმივად სტრესის მდგომარეობაში ჰყავდეთ ადამიანებს, რომლებმაც დიდი დანაშაულები ჩაიდინეს, ზოგადად დანაშაულებრივი მართვის სისტემა შექმნეს. დღესაც მათი აქტივობები არის დაკავშირებული სწორედაც იმ ბოროტებასთან, რასაც ჰქვია საქართველოს დესტაბილიზაცია“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმად საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები