“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ბოლო პერიოდში გამოვიდნენ სააშკარაოზე და, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ სადავეები ამ რევოლუციური სცენარისა მათ ხელშია” – ვოლსკი

“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ბოლო პერიოდში გამოვიდნენ სააშკარაოზე და, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ სადავეები ამ რევოლუციური სცენარისა მათ ხელშია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, არაერთი განცხადება მოვისმინეთ ლევან ხაბეიშვილისა და სხვა აქტორებისაგან.

“ბაჩო ახალაიას ფიგურაც გაჩნდა ამ პროცესებში და ის, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, არავითარი სიახლე არ არის. ამავე დროს, მას გარკვეული პოლიტიკური მიზნები გააჩნია – იმ ხალხის მოზიდვა მხარდაჭერებში, რომლებიც ემიჯნებიან რევოლუციური პროცესის განვითარების იდეას”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები