ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა შეტევის დაწყებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინა შეტევაზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ ამის შესახებ Clash Report-ი იუწყება.

„მასთან ომზე ვისაუბრებთ. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რომ, როგორც გავიგე, მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ. თუმცა, მათ შეტევა სურთ – თქვენ ეს იცით. ​​და ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება“, – თქვა ტრამპმა.

მან ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს უკრაინელებისა და რუსების მკვლელობა. მისი თქმით, რუსეთმა ომში 1,5 მილიონი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები, დაკარგა.

„მათ ეს ომი პირველივე კვირაში უნდა მოეგოთ და ახლა ის მეოთხე წელს ითვლის“, – დასძინა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები