ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა წიქარიშვილი: გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ
“გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ”, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წიქარიშვილი ამბობს, საჭიროა, შეიქმნას პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად დაორგანიზდნენ.
“პროტესტის მონაწილეებს მინდა, ყველას მოგეფეროთ, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც 300 დღე იდექით მზეში, ქარში და წვიმაში, თუმცა, არ გიცნობთ, ვინაიდან ყველას ჩვენ ჩვენი კუთხე გვქონდა რუსთაველზე.
მე გავაგრძელებ იქ მოსვლას ყოველ საღამოს და ვიქნები ისევ 9 აპრილის მემორიალთან.
გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ, თუმცა, ვერც ვერავის ავუკრძალავ.
უნდა შევქმნათ პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად უნდა დავორგანიზდეთ”, – წერს წიქარიშვილი.