“ეს არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს” – საერთაშორისო დამკვირვებელი უნგრეთიდან

“ეს არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან, ექსპერტმა ლასლო იშტვან ნემეთიმ განაცხადა.

როგორც ექსპერტმა განმარტა, ტექნიკური მხარე იყო გამართული და არ იყო არანაირი ხარვეზი, რაც პროცესს შეაფერხებდა.

„საქართველოში პირველად ვარ და ეს ჩემთვის კარგი გამოცდილებაა. ჩვენ ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე, ჯერ თბილისში და შემდეგ ბათუმში. სიტუაცია ორივეგან ერთნაირი იყო – ტექნიკური მხარე იყო გამართული და არ იყო არანაირი ხარვეზი, რაც პროცესს შეაფერხებდა. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო პერსონალის კეთილგანწყობა და კარგი მომზადება. ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს“, – აღნიშნა დამკვირვებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები