უნგრეთის პარლამენტის წევრი – “არჩევნები ძალიან გამჭვირვალედ და კარგად ორგანიზებულია”
არჩევნები ძალიან გამჭვირვალედ და კარგად ორგანიზებულია,- ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტის წევრი ბარბარა სილვია ჰეგედუსი აცხადებს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება.
„ჩვენ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები ვართ უნგრეთიდან. მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ საარჩევნო პროცესი ასახავს ამომრჩევლის ძალისხმევას, გააძლიერონ ადგილობრივი დემოკრატია. არჩევნები ძალიან გამჭვირვალედ და კარგად ორგანიზებულია. გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგია. მოქალაქეებისგან ჩანს, რომ აცნობიერებენ არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას. ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ჰქონდეთ სათანადო და გამჭვირვალე წარმომადგენლობა ქალაქებსა და რეგიონებში“, – აღნიშნა დამკვირვებელმა.