ნუკრი შოშიაშვილი: არეულობისთვის ემზადებიან და ეს დაფარული არ არის

,,ისინი რევოლუციის მომწყობები არ არიან, მაგრამ არეულობის საშუალება აქვთ და ამას შეეცდებიან დღეს. შემთხვევითი არ არის, რომ დასავლეთ საქართველოდან არის მობილიზებული ადამიანების ჯგუფი, შემთხვევით არ არის, რომ ნიღბიანი ადამიანებიც ვნახეთ”,- ამის შესახებ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება და ეს დაფარული არ არის.

„დასავლეთში მთელ რიგ ქვეყნებს აქვთ ურთიერთობის გადატვირთვის სურვილი, უბრალოდ, ერთიანი პოზიციის შეცვლა რთულია და ყოველთვის ანგარიშს უწევენ ძლიერ ქვეყნებს. მაგალითად ყოველთვის ჩართული იყო საფრანგეთი, ჩართულია გერმანია და ელჩი უხეშად ერევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებშიც. ფაქტია, რომ რაღაც ერთიანი პოლიტიკა იყო მიმართული ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე და თავისთავად მოლდოვაზე და რუმინეთზე. ის რომ იქ გამოვიდა და აქ არ გამოსდით, რა თქმა უნდა ეს მიანიშნებს, რომ მათი გავლენა და ძალაუფლება არც ისე დიდია, როგორც მათ წარმოედგინათ, რომ ჰქონდათ. ახლა ჩვენ გავდივართ კულმინაციურ პერიოდს უახლოეს ისტორიაში. ცივი სამოქალაქო ომის ლოგიკაში ვცხოვრობთ. ეს არ იყო პოლიტიკური პროცესი, ეს იყო ცივი სამოქალაქო ომი და რევოლუციის შიში, დღეს დაანონსებულმა საბოლოო რევოლუციამ უნდა გამოაჩინოს ის, რომ ასე უნდა გაგრძელდეს შემდეგშიც, თუ უნდა შეცვალონ [მიდგომა]. ძირითად აქცენტი კეთდება აქციაზე, არჩევნებზე რომ ყოფილიყო აქცენტი უამრავი პოლიტიკური ძალა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა მიიღებდა მონაწილეობას.

ვხედავ, რომ არ არის ისეთი მხარდაჭერა, არ არის ისეთი მუხტი, ფინანსები, როგორც ეს აქამდე იყო, ამ მხრივ შარშან უფრო მძიმე სიტუაცია იყო. ისინი რევოლუციის მომწყობები არ არიან, მაგრამ არეულობის საშუალება აქვთ და ამას შეეცდებიან დღეს. შემთხვევითი არ არის, რომ დასავლეთ საქართველოდან არის მობილიზებული ადამიანების ჯგუფი, შემთხვევით არ არის, რომ ნიღბიანი ადამიანებიც ვნახეთ. არეულობისთვის ემზადებიან და ეს დაფარული არ არის“, – აღნიშნა შოშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები