სოფო ნიქაცაძე: ვტოვებთ გახარიას პარტიას, რომლის ხელმძღვანელებიც, მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად საუბრობენ, ჩართული არიან ძალადობრივ გეგმებში

„ვტოვებთ გახარიას პარტიას, რომლის ხელმძღვანელებიც, მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად საუბრობენ, ჩართული არიან ძალადობრივ გეგმებში,“- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ნინოწმინდის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი, სოფო ნიქაცაძე სოციალურ ქსელში წერს.

„თანაგუნდელებთან ერთად – არტურ ტონაკანიანთან, ნიკოლაი სუხარუკოვთან და ვლადისლავ ანანიკიანთან ერთად, რომლებიც არიან მეორე, მესამე და მეოთხე ნომრები, ვუერთდებით „ლელოს“ იმ წევრებს, რომლებმაც გაბედეს და დატოვეს თავისი პარტია იმის გამო, რომ მისი ლიდერები ძალადობას უჭერენ მხარს. ვტოვებთ გახარიას პარტიას, რომლის ხელმძღვანელებიც, მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად საუბრობენ, ჩართული არიან ძალადობრივ გეგმებში და სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ“, – წერს სოფო ნიქაცაძე.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ნინოწმინდის საკრებულოს პროპორციული სიის ოთხმა წევრმა პარტია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები