საერთაშორისო დამკვირვებელი: არჩევნები არის სამართლიანი და გამჭვირვალე

,,ჩვენ ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე თბილისსა და ახლა ბათუმში, არჩევნები არის სამართლიანი და გამჭვირვალე, არ შეგვინიშნავს რაიმე პრობლემა, ყველაფერი წესრიგში იყო და დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში” ,- ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან, ფანი ლაჩკომ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დემოკრატიულია.

„პროცესი არის სამართლიანი, დემოკრატიული, არ ყოფილა რაიმე ჩარევა, რაც დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, მას ექნება მტკიცე დემოკრატიული მხარდაჭერა ამომრჩევლების მხრიდან“, – განაცხადა დამკვირვებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები