ზესტაფონში სახალხო დღესასწაული “ზესტაფონქალაქობა” აღინიშნა

ზესტაფონში სახალხო დღესასწაული “ზესტაფონქალაქობა” აღინიშნა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

,,ქალაქის მთავარი, სახალხო დღესასწაული კულტურულ, შემოქმედებით, მხატვრულ, შემეცნებით, საბავშვო და სპორტულ ღონისძიებებს აერთიანებდა. წარმოდგენილი იყო კულტურული სივრცე, სადაც რეწვის ოსტატთა მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა საგანგებოდ, მოწყობილ ფაცხებში ეთნოგრაფიული და ქართული სამზარეულოს კუთხე წარმოადგინეს. გაიმართა ტურნირი ჭადრაკში – ჯემალ მახათაძის მემორიალი.

სადღესასწაულო ღონისძიებების მიმდინარეობისას გაიხსნა ზესტაფონის ახალგაზრდული მულტიფუნქციური ჰაბი.

ქალაქის დღესასწაულზე ტრადიციულად “ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები” დაასახელეს, გაიმართა წარმატებულ სპორტსმენთა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი გრანტის მქონე სტუდენტთა დაჯილდოება. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად შალამბერიძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი იღებდნენ.

დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართა, ესტრადის ცნობილი მომღერლების მონაწილეობით.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებებს, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების სამინისტროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ქალაქში სტუმრად მყოფი დელეგაციები ესწრებოდნენ პოლონეთიდან, ლიეტუვიდან და ისრაელიდან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები