ზესტაფონში ახალგაზრდული მულტიფუნქციური ჰაბი გაიხსნა
ზესტაფონში ახალგაზრდული მულტიფუნქციური ჰაბი გაიხსნა. ინფორმაციას, ზესტაფონის მერია ავრცელებს.
,,ახალგაზრდული სივრცის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალგაზრდული მულტიფუნქციური ჰაბის მიზანია მუნიციპალიტეტის ცენტრის, როგორც ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარება და ქალაქის სოციალურ – კულტურული როლის გაძლიერება.
ჰაბი გააფორმებს მემორანდუმებს სხვადასხვა სასწავლებლებთან და მათთან შეთანხმებით მოაწყობს ღია კარის დღეებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. მათ შორისაა: შპს „ფეროშენადნობთა“ ქარხანა, სს „საქკაბელი“, შპს „სი ემ ენ ინდუსტრი“ და ა(ა)იპ „ზესტაფონის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი“.
სამშენებლო პროექტის ღირებულებამ 1 329 217 ლარი შეადგინა, საიდანაც 800 000 ლარი წარმოადგენს საგრანტო ინიციატივას, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 529 217 ლარია”, – წერია ინფორმაციაში.