პაპუაშვილი – „მშვიდობიან დამხობაზე“: რა ევროპაზე შეიძლება, ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლებო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს

“ეს ჯგუფი უკვე ღიად თავს აცხადებს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რომლის მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ მე ვთქვი, რომ მე ძალიან ახლოს დავაკვირდები ამ დაჯგუფების მიმართ დამოკიდებულებას მათ შორის უცხოელების მხრიდან”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ, „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღემდე, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრად.

” მათ შორის ჰქონდათ მათ მხარდამჭერი განცხადება ხაბეიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტური სკანდალია. რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლებო პარტიას აერთიანებს მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს. გაცხადებული მიზანი აქვთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და ამის მიმართ იჩენენ მხარდაჭერას. ვინც ექსტრემიზმს მხარს უჭერს, ის ტერორიზმს მოიმკის და მოიმკის საკუთარ ქვეყანაში.

საბოლოო ჯამში საკუთარ ტანზე იგრძნობს ადამიანი თუ ქვეყანა იმ შედეგს, რომელსაც სხვაგან აყენებს. როდესაც დამხობას და ასეთ ტერმინოლოგიას, ექსტრემიზმს მხარს უჭერენ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს წარმომადგენლები, „ევროპის სახალხო პარტიის“ სახით, საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მიიღებენ თავისთან. ამ „ჯინს“ თუ კი სხვაგან უშვებენ გარეთ, საკუთარ ქვეყანაში მიიღებენ ზუსტად იმავეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები