ზვიად შალამბერიძე – ოპოზიციაზე: ფაქტია, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ არჩევნების მოგების

„რა თქმა უნდა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია, „ქართული ოცნების“ გუნდი რეალურად თითო წუთს და თითო საათს ვუფრთხილდებით, რომ მოსახლეობასთან მაქსიმალურად გვქონდეს შეხვედრები, მაქსიმალურად ყველა მოვიცვათ მუნიციპალიტეტებში, გავაცნოთ ჩვენი ხედვები, გავაცნოთ 4 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“,  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

„ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ე.ი. ქვეყნის შიგნით მათ არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვთ, რათა გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ არჩევნებზე, რაღაც შედეგებზე გავიდნენ. ფაქტია, რომ ცდილობენ ამ შემთხვევაში ის დირექტივები, რომლებსაც ისინი მიიღებენ უცხოეთში ჩასვლის შემდგომ, გამოიყენონ არევის თვალსაზრისით. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ საარჩევნო ოლქების ნახევარშიც კი ვერ წარადგინეს თავიანთი კანდიდატურები, არათუ წინასაარჩევნო კამპანია ჩაეტარებინათ. ფაქტია, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ არანაირი არჩევნების მოგების. როგორც ნაცადია მათ მიერ, მოემზადებიან უფრო არეულობისთვის, ვიდრე იმისთვის, რომ არჩევნებში რაღაც შედეგები მიიღონ“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

Prime Time-ის ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები