აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში, რეკორდული 150 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განხორციელდება,- ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი კომერციული ინვესტიციის პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ოდესმე განხორციელებულა.
ინვესტიციები ვრცელდება ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების და სხვა სექტორებში და მთავრობის ცნობით, დაახლოებით 7 600 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აღნიშნავს, რომ ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.