ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზას ქალაქში დაინგრა მეჩეთი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანგრევებში კვლავ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
პალესტინური წყაროები იტყობინებიან მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ, თუმცა ზუსტი რიცხვები ამ ეტაპზე უცნობია.
ისრაელმა განაცხადა, რომ კვირას დაბომბილ შენობას ჰამასი სამხედრო და სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებდა. ჰამასმა უარყო ეს ბრალდებები და მას „ცრუ საბაბი“ უწოდა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის გასამართლებლად არის განკუთვნილი.