ელისაშვილი – “ნაცმოძრაობაზე” – სიყმაწვილის სენი ჰქვია ამას, ბავშვი რაღაცნაირად რომ გაჯიუტდება და ფეხებს აბაკუნებს, ყურადღებას რომ არ აქცევ
“სიყმაწვილის სენი ჰქვია ამას – ბავშვი რაღაცნაირად რომ გაჯიუტდება და ფეხებს აბაკუნებს, ყურადღებას რომ არ აქცევ, ტირილს რომ იწყებს და მერე უმატებს და უმატებს. ხომ ხედავენ, რომ არ ვცემთ ამ შეურაცხყოფაზე პასუხს, პატივს ვცემთ მათ პოზიციას”, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ნაცმოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
“ვიცი, რომ მათ გულწრფელად უნდათ ამ ხელისუფლების დამარცხება, მაგრამ ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ პროცესს.
ჩვენ ხომ არ ვლანძღავთ, არა?! კი, 4-ში ყველა ქუჩაში უნდა გამოვიდეს საღამოს 8 საათის მერე. ჩვენ არ გვაზიანებენ – საერთო საქმეს აზიანებენ და ასეირებენ “ქართულ ოცნებას”. ამას რატომ აკეთებენ ასე ჯიუტად და დაჟინებით, ვერ ვხვდები”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.