გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდა ჩაატარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდა ჩაატარა.

მათი ცნობით, შემოდგომის სესიაზე 100-ზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული.

“მათგან ტესტირებაზე 91%-ზე მეტი სტუდენტი გამოცხადდა. გამოსაცდელებმა 3 ნაწილისგან შემდგარი ტესტი (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა) შეასრულეს. ნაშრომების გასწორებისთანავე შედეგი ცნობილი გახდება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები