„მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ასეთი სახის დოკუმენტებისა და კანონმდებლობის შეჩერება დროებითი მექანიზმის გამოყენებით არ ხდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ სტრასბურგის სასამართლოში „ფარას“ კანონზე ქართველი „ენჯეოების“ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
“ეს არის სახელმწიფოს მიერ მიღებული სუვერენული გადაწყვეტილება და ის ფაქტი, რომ დარეგისტრირდა, არაფერს ნიშნავს. კანონი მუშაობას აგრძელებს და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი „ფარას“ კანონზე სტრასბურგში დარეგისტრირდა.