საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების თაღლითობა ქრონიკულია

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა აღიარა, რომ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების თაღლითობა „ქრონიკული პრობლემაა“, – ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

პრემიერ-მინისტრი ბრალს წინამორბედებს აკისრებს და ამტკიცებს, რომ პრობლემები მისი მთავრობის დანიშვნამდე, 2016 წელს დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციას „არ შეუძლია მთელი პასუხისმგებლობა აიღოს“ იმ დარღვევებისთვის, რომლებსაც ახლა ევროკავშირი იძიებს. საბერძნეთის ხელისუფლება თაღლითობას მინიმუმ 23 მილიონ ევროდ აფასებს.

ევროკავშირის გამოძიება ძირითადად მიცოტაკისის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომი პერიოდით არის დაინტერესებული. სამი თვის წინ, ევროკავშირის გამომძიებლებმა ათენში საბერძნეთის სამთავრობო სააგენტო OPEKEPE-ს ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც ფინანსური ტრანზაქციების მართვაზე იყო პასუხისმგებელი და რომელიც მას შემდეგ დაიხურა.

ევროკავშირის გამოძიებამ აჩვენა OPEKEPE-ს მიერ გაცემული თანხები, რომელიც, მთავრობის მონაცემებით, ყოველწლიურად 3 მილიარდ ევროზე მეტს გასცემდა, ძირითადად 680 000 ფერმერისთვის სუბსიდიების სახით.

მიცოტაკისმა ქალაქ სალონიკიში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან მთავრობის მომავალი წლის ეკონომიკური გეგმები წარადგინა, აღიარა, რომ მისმა ადმინისტრაციამ „ვერ მოახერხა OPEKEPE-ს გაწმენდა“. როგორც მან განაცხადა, არასწორად გაცემული თანხების „აღდგენა დაიწყო“ და „მთავრობა ახლა სწორ გზაზეა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“.

მიცოტაკისმა აღნიშნავს, რომ თანხების არასწორი გადანაწილება ჯერ კიდევ 2016 წელს, მის მიერ თანამდებობის დაკავებამდე ადრე დაიწყო და ხაზს უსვამს, რომ საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორში სუბსიდიებით თაღლითობა რამდენიმე მთავრობის პრობლემა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები