ვახტანგ ცინცაძე: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია

2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება – 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. აქვე გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკაში არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაძლიერდება. მისი თქმით, 2025 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო 2025 – 2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

„აღნიშნულს განაპირობებს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს – აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და გრძელდება მცირე და საშუალო მეწარმეობის მიზანმიმართული მხარდაჭერა. ასევე ხორციელდება სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ზრდას და ეკონომიკის გაჯანსაღებას,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები