მახაშვილი – სოფო ჯაფარიძის განცხადებაზე: დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
“ამ ადამიანისა [სოფო ჯაფარიძისგან] და მისი გუნდისგან ჩვენ წარსულში არაერთი ტყუილი გვაქვს მოსმენილი, ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – ამის შესახებ, „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა, რითაც სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„უპირველესად, ამ ადამიანისგან [სოფო ჯაფარიძისგან] და მისი გუნდისგან ჩვენ წარსულში არაერთი ტყუილი გვაქვს მოსმენილი, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. თუ ეს სიმართლეა, დასანანი იქნება, რომ ადამიანები და გუნდი, ვინც ცხოვრებისეული შესაძლებლობა მოგცა, რომ ემსახურო შენს ქვეყანას, პირველივე შესაძლებლობაზე ცდილობ დააზიანო“ , – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.