“ნაცნობი რიტორიკაა – მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას” – მაჭავარიანი

“ნაცნობი რიტორიკაა – მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

“თვითონ აკვირდებიან, როგორ ვითარდება მოვლენები, თავიანთივე დავალებით, რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები დემონსტრაციულად არღვევენ კანონს, იციან – ამას რა სასჯელი მოჰყვება და თავისი ფეხით მიდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

იგივე კანონის დარღვევაზე, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში გაცილებით მკაცრი სანქციებია, ჩვენთან ეს ყველაფერი, ითვალისწინებს ერთწლიან პატიმრობას. სწორედ ამას ემსახურებოდა ბატონი ყაველაშვილის წინადადება, რომლითაც ის სთავაზობს რადიკალურ ლიდერებს მიმართონ შეწყალებით და ის გამოიყენებს თავის დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს მათ, იქიდან გამომდინარე, რომ სასპეკულაციო არავის არ დარჩეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რათა არავის არ ჰქონდეს სალაპარაკო ამ თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები