სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა,- ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, დედამიწის ქერქში გარღვევამ 700 მეტრიდან 1000 მეტრამდე სიგრძის უზარმაზარი ნაპრალი გახსნა. ვულკანმა ამოფრქვევა ღამით რეიკიანესის ნახევარკუნძულზე დაიწყო.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, ეს 2021 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის მე-12 შემთხვევაა.