გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება – შესაბამისი სამუშაოები გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტს, გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები