მედია: საფრანგეთი ევროპის მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენის სქემაში მონაწილეობას არ მიიღებს
საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სქემაში, რომლის მიხედვითაც ევროპელები უკრაინისთვის ამერიკელებისგან იარაღს შეიძენენ, მონაწილეობას არ მიიღებს,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია და უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის ხარჯს ევროპა სრულად დაფარავს.
ოვალურ კაბინეტში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების გარდა ოთხი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანა დაასახელა, რომლებიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების გეგმას მხარს უჭერენ.
როგორც მედია იუწყება, საფრანგეთი, რომლის პრეზიდენტიც, ემანუელ მაკრონი დიდი ხანია დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროპელებმა საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა ადგილობრივი შესყიდვების გზით განავითარონ, ამ სიაში არ იყო.
საფრანგეთის მთავრობა ასევე ცდილობს, გაზარდოს საკუთარი თავდაცვის ხარჯები, რათა ბიუჯეტის ხარჯები შეამციროს.
თუმცა, როგორც “პოლიტიკო” წერს, შეზღუდული ევროპული წარმოების შესაძლებლობების გათვალისწინებით, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობა მიიჩნევს, რომ ამერიკული იარაღის შეძენა უკრაინისთვის საჭირო იარაღით სწრაფად უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა.