თევდორე მღვდლის 10 ნომერში, სადაც 2 დღის წინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია
“სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის 10 ნომერში, სადაც 2 დღის წინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
კორპუსიდან 102 ადამიანი გაიყვანეს – ისინი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში განათავსა.
შემთხვევის ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა.
ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ადგილობრივები ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.