ლევან მაჭავარიანი შაჰინის განცხადებაზე: გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი კი, ხელს აფარებენ თაღლითს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ამერიკის სენატორის, ჯინ შაჰინის, მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს ჯინ შაჰინსა და მის კოლეგებს, რომ თვალი გადაავლონ თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა თაღლითობაში ბრალდებული ბაჩიაშვილის დაკავების ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
„გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი ხელს აფარებენ თაღლითს და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს აკეთებენ, მოდი კარგად გადაავლონ თვალი თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო შემდგარია, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სადაც ის წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.