“წარმოუდგენელია, როცა სენატორები განცხადებას იმ ფაქტზე აკეთებენ, რომელიც არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ სპეკულაციების სფეროდან არის” – სამხარაძე

“სიახლეა, როცა დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ის, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა: „გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მე გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“.

„მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა, სიახლეა, როცა დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება. წარმოუდგენელია, როცა სენატორები განცხადებას იმ ფაქტზე აკეთებენ, რომელიც არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ სპეკულაციების სფეროდან არის. ვინმეს თუ რაიმე კითხვები აქვს, შეუძლიათ, მიმართონ, როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცველებს. ეპითეტები, რომელსაც უხვად ურიგებენ სხვადასხვა ადამიანს, შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ეპითეტების გაუფასურებას იწვევს. რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები