საჩხერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე, გზებზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე, გზებზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს მერჯევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მერჯევში, რკინა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული პროექტი სოფელ მერჯევში რამდენიმე საუბნო გზის რეაბილიტაციას მოიცავს და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები