“ლომის ბოკვერ შანისთვის ვოლიერი თითქმის მზადაა, დაახლოებით ერთ კვირაში გადავიყვანთ, თუმცა, ჩემს კაბინეტში თავს ძალიან კარგად გრძნობს ” – ზურაბ გურიელიძე

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, ლომის ბოკვერ შანისთვის, ვოლიერი თითქმის მზადაა და მას მალე ახალ ზოოპარკში გადაიყვანენ.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი აქვს, მისი ვოლიერი თითქმის დამთავრდა. ხვალ გვინდოდა გადაგვეყვანა, მაგრამ თავი შევიკავეთ, რადგან ხალხმრავლობა იქნება [ახალ ზოოპარკში დაგეგმილი საინფორმაციო ტურის გამო] და შესაბამისად მასზე შეიძლება, , არც ისე კარგად იმოქმედოს.

ძალიან ანცი გახლავთ, თამაში ძალიან უყვარს, მაგრამ ლომთან თამაში არც ისე ადვილი საქმეა. ჯერჯერობით, ჩემს კაბინეტშია. თითქმის მზად არის [ვოლიერი], რაღაც ნიუანსები დარჩა გასაკეთებელი, დაახლოებით ერთ კვირაში უკვე გადავიყვანთ. თუმცა, თვითონ ძალიან კარგად გრძნობს თავს კაბინეტში, ძალიან მოსწონს. ძალიან საინტერესო ცხოველია და ძალიან საინტერესო ქცევა ახასიათებს. ალბათ, ზოოპარკის ძალიან დიდი ნაწილი, შტაბს ვგულისხმობ, , შეიძლება თან გადაჰყვეს მის გადაყვანას და იქ გააგრძელონ მასთან ურთიერთობა”- განაცხადა გურიელიძემ “კვირას” პრესკლუბში.

შეგახსენებთ, ზოოპარკში ბოკვერი ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მიიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები