ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანაში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ ტყემლანაში საავტომობილო გზის 1600 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. პროექტის ღირებულება 740 000 ლარია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები, კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ.