ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანია დაღუპული

ინდოეთში, აჰმედაბადში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანია დაღუპული.

შესაბამის ინფორმაციას skynews-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისას განიცადა.

ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები