საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ივანაშვილი საფეხბურთო სკოლა „ჩიხურას“ ესტუმრა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ივანაშვილი, პირველ მოადგილე ოთარ ომიაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძესთან ერთად, საფეხბურთო სკოლა „ჩიხურას“ ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას, საჩხერის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლის ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნენ და ხელმძღვანელებისგან სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
საფეხბურთო სკოლა „ჩიხურა“ 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად სკოლაში 350-მდე ბავშვი ირიცხება. სკოლას ჰყავს 7 საშეჯიბრებო და 3 არასაშეჯიბრებო გუნდი. სკოლაში ბავშვთა მიღება სექტემბრიდან იწყება.