ახალციხის მუნიციპალიტეტში, შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, ბარათაშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1400-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. ასევე ეწყობა გვერდულები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და ლითონის ცხაურები.

“ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი შიდა გზებით ისარგებლებენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები