დავით ქართველიშვილი: ჯეი დი ვენსის კრიტიკა ევროპის მიმართ რომ ყალბია და პირდაპირ „დიფ სთეითის“ გეგმაში ზის, რუმინეთის მაგალითზეც ნათლად ჩანს – მან ჯერ მკაცრად გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები, თუმცა, როდესაც „დიფ სთეითმა“ ამ ქვეყანაში მაინც სასურველი კანდიდატი დასვა პრეზიდენტად, ვენსის კრიტიკა აღარავის გაგვიგია

,,ახლა კი მთავარ პარადოქსს მივადექით – ამ კატასტროფის წინაშე ხელოვნურად აღმოჩენილი ევროპის კონტინენტი, ევროკავშირის მთავრობები, მოულოდნელად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მეორე პირის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუნხენში ჩასულმა ვენსმა, ევროკავშირს დეტალურად დაუდო მაგიდაზე მათ თავს დატეხილი უბედურება, უთხრა, რომ მათი ქვეყნები დაცლილია ფასეულობებისგან, რელიგიისგან, სუვერენიტეტისგან, კრიზისი აქვთ ეკონომიკაში, დაკარგული აქვთ ქვეყნებს იდენტობა და რომ ეს ქვეყნები კატასტროფისკენ მიექანებიან,” – ამის შესახებ ,,ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, სადაც იგი მიმოიხილავს „დიფ სთეითის“ გეგმებს და კორპორაციული მმართველობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

როგორც ქართველიშვილი აცხადებს, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი დაიჯერებს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ერთი ხელის მოსმით გაშიფრა ოლიგარქიული ოჯახების მიერ წლების მანძილზე ნაშენები გეგმა. მისი თქმით, ვენსის კრიტიკა რომ ყალბია და „დიფ სთეითის“ გეგმებში ჯდება, რუმინეთის მაგალითზეც ჩანს, როცა თავდაპირველად მან მკაცრად გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები, ხოლო შემდეგ, როცა ოლიგარქიულმა ოჯახებმა მაინც საკუთარი კანდიდატი დასვეს პრეზიდენტად, არც ვენსს და არც ტრამპის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია ამ უსამართლობის აღსაკვეთად.

„რა გამოდის – ოლიგარქიული ოჯახების მიერ, წლების მანძილზე ნაშენები გეგმა, ანუ დანგრეული ევროპა ერთი ხელის მოსმით ვიცე-პრეზიდენტმა გაშიფრა და ზედაპირზე დაალაგა? ცხადია, ეს მხოლოდ გულუბრყვილო სულელს შეუძლია დაიჯეროს. ვენსის კრიტიკა ევროპის მიმართ რომ ყალბია და პირდაპირ „დიფ სთეითის“ გეგმაში ზის, რუმინეთის მაგალითზეც ნათლად ჩანს – მან ჯერ მკაცრად გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც გამარჯვებულ კანდიდატს უტიფრად, ოლიგარქების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს ძალით მოგება ხელიდან გამოგლიჯეს, თუმცა, როდესაც „დიფ სთეითმა“ თავისას მიაღწია და ამ ქვეყანაში მაინც სასურველი კანდიდატი დასვა პრეზიდენტად, ვენსის კრიტიკა აღარავის გაგვიგია და არც ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები გვინახავს თავხედური უსამართლობის აღსაკვეთად.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები